ლოგიკა

ვიცით, რომ წარღვნის შემდეგ ნოემ მიწათმოქმედებას მოკიდა ხელი და გააშენა ვენახი. ისიც ცნობილია, რომ ვენახის სამშობლო საქართველოა. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე, რასაც დღეს საქართველო ქვია, გავრცელდა ის ყველა და ყველაფრის ჯიში, რომელიც ნოემ წარღვნამდე შეარჩია და ეს იყო საუკეთესო იმ დროს არსებულთა შორის.

"გემოვანი" არის ნიშანი რომელიც აერთიანებს ქართული წარმოშობის სურსათს.


რა არის იდეა გემოვანი?

იდეა გემოვანი ნიშნავს - ბუნებრივი კანონზომიერებების მიყოლით სურსათის პირველსახით შენარჩუნების და გავრცელების გზას - რაც გულისხმობს მაქსიმალურ ჩაურევლობას როგორც წარმოების პროცესში და დროში, ისე სურსათის მდგენელებში. ეს ვრცელდება ყველა სახის სურსათზე რომელიც იდეა გემოვანის ქვეშ არის ნაწარმოები. ჩვენი საქმეა უწყვეტად ვეძიოთ, აღმოვაჩინოთ და დავნერგოთ გემოვანი სურსათის წარმოების მეთოდები. გემოვანი - გემოვანი სურსათის გამავრცელებელი საქმე-მოძრაობაა, ჩვენ გვსურს რომ შეიქმნას რაც შეიძლება ბევრნაირი გემოვანი სურსათი და ის ხემისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის. იდეა გემოვანი არის სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევის სურვილი და ჩვენი მთავარი მამოძრავებელი, რადგან ჰარმონია სამყაროსთან ყოველთვის არის მარგებელი!


რა არის გემოვანი სურსათი?

პირველქმნილი გზით ნაწარმოები სურსათი
გემოვანი სურსათი არის ხელოვნური ჩარევის გარეშე, ბუნებრივი კანონზომიერების დაცვით ნაწარმოები ყოველთვის მარგებელ და გემრიელ სურსათი რომელსაც მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული პირველსახე. გემოვანი სურსათის წარმოების პროცესი არ ჩქარდება ხელოვნურად, არ გამოიყენება ხელოვნური დანამატები და მდგენელები. გემოვანმა სურსათმა ადამიანებს თავიდან უნდა გააცნოს და შეაყვაროს დავიწყებული, პირველსახის მქონე, გემრიელი და მარგებელი სურსათის გემო.


გემოვანი სურსათის წარმოების სამი საყრდენი პრინციპი:

• მაქსიმალური ჩაურევლობა სურსათის წარმოების ბუნებრივი კანონზომიერებით
დადგენილ პროცესში და წარმოების დროში;
• ჩაურევლობა სურსათის მდგენელებში - არნაირი ხელოვნური დანამატები;
• მარგებლობა - ბუნებრივი მდგენელების და პროცესის ჰარმონიით ნაწარმოები სურსათი
ყოველთვის არის მარგებელი





                                                                                                  პროექტი "გემოვანი", 2018წ.

                                                                                                                დოქტრინა 
                                                                                                                  

  1. აღვადგენთ საქართველოს ისტორიულად აგრარულ ფუნქციას. მსოფლიო დონეზე წარმოვაჩენთ მას, როგორც პურის და ღვინის, ასევე სხვა სურსათის მწარმოებელ უძველეს ქვეყანას.

 

  1. ადგილობრივი ჯიშის, ტრადიციული წესით წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა, სასარგებლო პროდუქციით ჩავანაცვლებთ ჯანმრთელობისთვის მავნე და იმპორტირებულ პროდუქციას. გავალთ საერთაშორისო ბაზრებზე.

 

  1. შევქმნით და წავახალისებთ საწარმოებს, საოჯახო მეურნეობებს სოფლად, რომლებიც მოიყვანენ და გადაამუშავებენ ჯერ კიდევ შემორჩენილ ქართულ ენდემურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს.

 

  1. ქართული ჯიშის სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე მოთხოვნის გასაზრდელად და საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად დავაორგანიზებთ:

 

  1. წავახალისებთ და აგროსასურსათო პროდუქტების მაღალ ნიშად ჩამოვაყალიბებთ საქართველოს მთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელ აგრო-სასურსათო პროდუქტებს.

 

  1. შევქმნით ქოლგა სავაჭრო ნიშანს, რომელშიც გაერთიანდება სხვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელების, გეორგაფიული აღნიშვნის თუ სხვა შინაარსის სავაჭრო ნიშნები და მისი გაცემა დაკავშირებული იქნება წარმოების ხარისხის კონტროლთან.

 

  1. შევქმნით სათესლე, სანერგე, საჯიშე მეურნეობებს, რომელთა მიზანი იქნება ქართული გენეტიკის აგროსასურსათო კულტურებზე და ჯიშებზე ზრუნვა.

 

  1. ქართული ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის და ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე შესაძლებლობების დახმარებით, საქართველოს წარმოვაჩენთ, როგორც უძველესი ტრადიციების და ცოდნის კერას.

 

  1. შევქმნით გაერთიანებას, სადაც აქციონერები იქნებიან ზემოთ აღნიშნული მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსების მქონე სუბიექტები და ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც შეიძენს ორგანიზაციის აქციებს.

 

  1. ამით ჩვენ ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯამრთელობასაც დავიცავთ.